პ რ ო ე ქ ტ ი
გარემოს დაცვა ,,Umweltschutz’’
პროექტის სახელწოდება: გარემოს დაცვა
პროექტის მთავარი
იდეა: მოსწავლეებმა გაიგონ თუ რა მნიშვნელობა
ენიჭება გარემოს დაცვას თითოეული ჩვენთაგანისათვის. ადამიანის ხანგრძლივი ცხოვრებისა
და ჯანმრთელობისათვის აუცილებელია გარემოზე ზრუნვა.
პროექტის აქტუალობა: აღნიშნული საკითხი არასოდეს კარგავს აქტუალობას,
რადგან ინდუსტრიალიზაციისა და ტექნიკის ეპოქაში ადამიანმა ბუნების განადგურება დაიწყო.აუცილებელია
პრობლემის სასწრაფოდ გადაჭრა რადგან დედამიწაზე სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა.

მოსწავლეთა ასაკი: 16წელი.
ვადები/ხანგრძლივობა:3
კვირა
პროექტის მსვლელობა:
მოსწავლები დავყავი ჯგუფებად თითოეულ ჯგუფს
მივეცი დავალება გაარკვიონ თუ რა იწვევს ყველასე მეტად გარემოს დაბინძურებას.მათ წინასწარ დაურიგდათ შემდეგი საკითხები: სატრანსპორტო საშუალება და მათი გამონაბოლქვი,
ნაგავი და შხამიანი ნარჩენები და სხვა.
მოსწავლეებია ეცნობიან
მათ ირგვლივ მდებარე გარემოს აკვირდებიან მდინარეებისა დატყეების მდგომარეობას აგროვებენ
ინფორმაციას, ინტერნეტში იძიებენ მასალებს კომპიუტერის გამოყენებით.
მოსალოდნელი შედეგი: პროექტის დამუშავების შემდგომ მოსწავლეებს ეცოდინებათ
თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება თითოეული ჩვენთაგანის მონაწილეობას ამ მეტად მნიშვნელოვან
და აქტუალური საკითხის გადაწყვეტაში.
მოსწავლეები გადაიღებენ
სურათებს, შექმნიან ფოტო-კოლაჟს, გააკეთებენ ჩანახატებს, გამოაქვეყნებენ ინტერნეტში.
პროექტისათვის საჭირო
რესურსები: ფოტო აპარატი, სახელმძღვანელო, ენციკლოპედია, ქაღალდი, ფლომასტერი, კომპიუტერი.
პროექტის ავტორი: ლუიზა მაზმიშვილი
ელ.ფოსტა:luizamazmishvili@gmail.com