Sunday, April 21, 2013


                                                          პ რ ო ე ქ ტ ი
                                     გარემოს დაცვა ,,Umweltschutz’’

პროექტის სახელწოდება:   გარემოს დაცვა
პროექტის მთავარი იდეა:   მოსწავლეებმა გაიგონ თუ რა მნიშვნელობა ენიჭება გარემოს დაცვას თითოეული ჩვენთაგანისათვის. ადამიანის ხანგრძლივი ცხოვრებისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელია გარემოზე ზრუნვა.
პროექტის აქტუალობა:  აღნიშნული საკითხი არასოდეს კარგავს აქტუალობას, რადგან ინდუსტრიალიზაციისა და ტექნიკის ეპოქაში ადამიანმა ბუნების განადგურება დაიწყო.აუცილებელია პრობლემის სასწრაფოდ გადაჭრა რადგან დედამიწაზე სიცოცხლეს   საფრთხე დაემუქრა.
პროექტის მიზანი:  გარემოსადმი მზრუნველობითი დამოკიდებულების უნარის გამომუშავება მოსწავლეებში. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ პრობლემა შეიძლება გადაიჭრას თუ ყველა  ერთობლივად იმოქმედებს.
მოსწავლეთა ასაკი:  16წელი.
ვადები/ხანგრძლივობა:3 კვირა
პროექტის მსვლელობა: მოსწავლები დავყავი ჯგუფებად  თითოეულ ჯგუფს მივეცი დავალება გაარკვიონ თუ რა იწვევს ყველასე მეტად გარემოს დაბინძურებას.მათ წინასწარ  დაურიგდათ შემდეგი საკითხები:     სატრანსპორტო საშუალება და მათი გამონაბოლქვი, ნაგავი და შხამიანი ნარჩენები და სხვა.
მოსწავლეებია ეცნობიან მათ ირგვლივ მდებარე გარემოს აკვირდებიან მდინარეებისა დატყეების მდგომარეობას აგროვებენ ინფორმაციას, ინტერნეტში იძიებენ მასალებს კომპიუტერის გამოყენებით.
მოსალოდნელი შედეგი:  პროექტის დამუშავების შემდგომ მოსწავლეებს ეცოდინებათ თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება თითოეული ჩვენთაგანის მონაწილეობას ამ მეტად მნიშვნელოვან და  აქტუალური საკითხის გადაწყვეტაში.
მოსწავლეები გადაიღებენ სურათებს, შექმნიან ფოტო-კოლაჟს, გააკეთებენ ჩანახატებს, გამოაქვეყნებენ ინტერნეტში.
პროექტისათვის საჭირო რესურსები: ფოტო აპარატი, სახელმძღვანელო, ენციკლოპედია, ქაღალდი, ფლომასტერი, კომპიუტერი.     
პროექტის ავტორი:  ლუიზა მაზმიშვილი
ელ.ფოსტ:luizamazmishvili@gmail.com